საზოგადოება
ახალციხის N5 საჯარო სკოლასთან მოსწავლეების პროტესტი გრძელდება
ახალციხის N5 საჯარო სკოლასთან პირველი, მე-5 და მე-6 საჯარო სკოლების მაღალი კლასების მოსწავლეების პროტესტი გრძელდება.
ისინი დილიდან, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას და თბილისში, საპოლიციო ძალების მხრიდან ახალგაზრდებზე ძალადობას აპროტესტებენ.
პროტესტის მონაწილეთა ნაწილი სასწავლო პროცესს დაუბრუნდა, ნაწილი ისევ ადგილზე რჩება. ზარის დარეკვის შემდეგ მოსწავლეებს, ისევ სურდათ გარეთ გამოსვლა და აქციის მონაწილეებთან შეერთება, თუმცა როგორც თავად ამბობენ, სკოლის ადმინისტრაციამ აღარ გამოუშვა.
მეხუთე საჯარო სკოლის შესასვლელ კარებში დარაჯი დგას და მოსწავლეებს გარეთ არ უშვებს.
ბავშვები, რომლებიც სკოლის ეზოში დგანან, აცხადებენ, რომ გაკვეთილებზე აღარ შევლენ.
Տարածեք :