საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას კიბერ-ომს ვუცხადებთ - Anonymous
ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous X-ზე წერს, რომ საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას კიბერ-ომს უცხადებს, რადგან ხალხის ნებას უღალატეს.
"საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას კიბერ-ომს ვუცხადებთ.
თქვენმა მჩაგვრელმა რეჟიმმა, რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი "ქართული ოცნება" და მისი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობენ, ხალხის ნებას უღალატა.
Anonymous კიბერ-ომს უცხადებს თქვენს რეჟიმს. თქვენი მცდელობები, გააკონტროლოთ ხალხი შიშითა და ძალადობით, წარუმატებელი იქნება, ისევე როგორც, თქვენი მცდელობები, გააჩუმოთ მათი ბრძოლა სამართლიანობისთვის. ინტერნეტი სიმართლისა და გათავისუფლების იარაღი, თქვენ წინააღმდეგ მოექცევა.
Anonymous დგას ქართველ ხალხთან, როგორც მოკავშირეებთან ამ ბრძოლაში, ვაძლიერებთ მათ ხმას და ვურტყამთ მათ მჩაგვრელ სისტემებს" - ნათქვამია Anonymous მიერ გავრცელებულ განცხადებაში.