საზოგადოება
,,დედა აქციაზე მიდიოდა, რა დროსაც ავარიაში მოჰყვა და გარდაიცვალა"
ელზა მებურიშვილის გარდაცვალების შესახებ, ინფორმაციას ჯიპიაი ჰოლდინგი ავრცელებს.
,,დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ დღეს, გამთენიისას, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა. ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა.
ავტომობილში იმყოფებოდა ჩვენი კოლეგის დედაც, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით იმყოფება ამჟამად კლინიკაში და მის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან.
ჩვენთვის უდიდესი ტკივილია იმის გაცნობიერება, რომ მიმდინარე მოვლენები ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს ემუქრება. ვუსამძიმრებთ და გვერდში ვუდგავართ ჩვენი კოლეგის შვილებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს" - ნათქვამია განცხადებაში.
ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, 38 წლის დედამ ტელევიზორში ნახა, როგორ სცემდნენ აქციაზე მის შვილს, დასახმარებლად გაიქცა, რა დროსაც გზაში ავარია მოუვიდა და გარდაიცვალა.
Տարածեք :