SSSS
საზოგადოება
არც ერთი სამართალდამცავი, რომელიც აქციების მონაწილეებზე ძალადობდა, პასუხისმგებლობაში არ მიცემულა - საია
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოში დაწყებული მასშტაბური პროტესტის ფონზე, 30-ზე მეტი მოქალაქე სისხლის სამართლის წესით დააკავეს და პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა არცერთი სამართალდამცავი, ვინც აქციების მონაწილეებზე ძალადობდა, პასუხისმგებლობაში არ მიცემულა, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.

საია დემონსტრანტების წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც სასამართლოებში დაკავებულებისთვის პატიმრობა გამოიყენება ინდივიდუალური გარემოებების გაუთვალისწინებლად. დაკავებულთა შორის არიან სტუდენტები, სოციალურად დაუცველი პირები და ოჯახების ერთადერთი მარჩენლები.

მათივე ცნობით, ბრალდებები ხშირად არ ეფუძნება დამაჯერებელ მტკიცებულებებს, ხოლო მოსამართლეები ნაკლებად ინტერესდებიან ბრალდების დასაბუთებით.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაკავებულები მიუთითებენ ძალადობის, დამამცირებელი მოპყრობისა და უფლებების დარღვევაზე, რასაც სასამართლოები უმეტესად უგულებელყოფენ.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურისადმი საია-ს არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, პოლიციის ძალადობის შემთხვევები, მათ შორის, 2023 წლის მარტსა და 2024 წლის აპრილ-მაისში, საპროტესტო აქციების დროს, გამოუძიებელი რჩება. ანგარიშვალდებულების ასეთი დაბალი ხარისხი დაუსჯელობას პრაქტიკად აქცევს. ამის პარალელურად კი, მზარდია სისხლის სამართლის ინსტრუმენტების გამოყენება აქტივისტების მიმართ, რისი ერთ-ერთი მიზანიც, განსხვავებული აზრის ჩახშობაა“, - აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, რამდენიმე დაკავებულმა დემონსტრანტმა აღნიშნა მათზე დაკავების დროს ტრანსპორტირებისა თუ განყოფილებაში მიმდინარე არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ.

„ალეკო ელისაშვილმა ჩვენება მისცა, რომ დაკავებისას მანქანაში ჩასვეს და სცემეს. საბა სხვიტარიძემ დეტალურად აღწერა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოცდილება. სხვიტარიძის განმარტებით, ის პოლიციამ ზესტაფონის გზაზე დააკავა, მისთვის არ განუმარტავთ დაკავების საფუძველი, არც ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა მისცეს, შემდეგ გადასცეს გორთან გაურკვეველ ოპერატიულ ჯგუფს და გადაიყვანეს დიღომში მდებარე პოლიციის სამმართველოში. დიღომში, სამმართველოს შენობაში, მეხუთე სართულზე, მას ოთხი ნიღბიანი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა და სცემა, შემდგომ კი ამავე შენობის მერვე სართულზე საპატრულო ფორმაში ჩაცმულმა პიროვნებამ, რომელსაც ნიღაბი ეკეთა, სხვა პირებთან ერთად კვლავ იძალადა მასზე.

რევაზ კიკნაძემ განაცხადა, რომ მას ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ქვეშ აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული და დაედანაშაულებინა სხვები, რაც გამოიწვევდა მის მიმართ სისტემის მხრიდან ლოიალურ დამოკიდებულებას. ბრალდებულების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, სხვა გამოცდილებებთან ერთად, განამტკიცებს იმ ფაქტს, რომ პირების მიმართ წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას სისტემური და ფართომასშტაბიანი ხასიათი აქვს. თუმცა, როგორც ჩანს, მოსამართლეებს არ სურდათ ამ დარღვევების განხილვა. 

ბევრმა ბრალდებულმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ შეეზღუდათ დაცვის უფლება. მოსამართლის პოზიციით, რადგან უშუალოდ სისხლისსამართლებრივი წესით დაკავებისას არ უძალადიათ პირზე, ეს მისი განსახილველი არ იყო. ასეთი თვითშეზღუდვით მიდგომა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების მიერ იშლებოდა ზღვარი ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სამართალწარმოებებს შორის, არ შეესაბამება კანონმდებლობას და ხაზს უსვამს მოსამართლის გულგრილობას. არცერთი ბრალდებული ამ დროისთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, ამასთან საყურადღებოა, რომ უმეტესობასთან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების (ჩხრეკა/პირადი ჩხრეკა) შედეგად არ მომხდარა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთის ამოღება“,
- აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, გარდა სამართლებრივი პრობლემებისა, სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგის ნაწილში გამოიკვეთა ისეთი ხასიათის ტექნიკური პრობლემები, როგორებიცაა სხდომების შესახებ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობის არქონა, რაც გარკვეულწილად არღვევს საჯაროობის პრინციპს.

სრული განცხადება იხილეთ ბმულზე
Facebook Twitter
Հայտնի..
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
Օրացույց
«« Դեկտեմբեր  »»
Երկ. Երեք. Չոր. Հինգ. Ուրբ. Շաբ. Կիր.
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터Anadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planımatadorpusulabetmatbetdizipaltürk ifşa킹콩티비https://vozolturkiyedistributoru.com/배트맨티비jojobetgrandpashabetmatadorbet스마일퀄리티kulisbetjojobetsahabetmatadorbetjojobethuqqabetvaycasinoVbetbetciholiganbetcasinofasttaraftarium24สล็อตเว็บตรงenjoybetkavbetStreameastholiganbet girişklasbahisgobahisultrabetDeneme Bonusu Veren SitelergobahisBets10jojobetjojobetholiganbetnakitbahisholiganbetcasibom girişcasibom girişholiganbet girişjojobetgrandpashabet girişenjoybetenjoybetenjoybetgiftcardmall/mygiftholiganbetholiganbetholiganbetmatadorbet girişmaksibetcasibom giriştrendbetcasibomcasino sitelericasibomPorno İzlebetoviscasibomcasibom girişmasterbettingmasterbettingyakabetartemisbetbetpuanartemisbet girişdinamobetvdcasinoSekabet girişmarsbahis girişbetkolikgalabetyakabetyakabetyakabetkonya escortmavibetholiganbet girişholiganbet girişmavibetmavibetmavibetholiganbetcratosslot girişholiganbetdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortgorabetcasibomkolaybetjojobetbetvolebetvoleStreameastfixbetsetrabettimebettimebettimebetbetparkcasibomistanbul escort telegramcasibomcasibompusulabetbetsmovebetofficebetoffice영문주소casibomสล็อตBetigma girişbetparkBetigmajojobetcasibomрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbetholiganbetzbahisStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomcasibomroyalbetholiganbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibom Girişwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginmaksibetsweet bonanzaholiganbetcasibomcasibomcasibomcasinolevantjojobetrokubetSahabetumzugsfirma wienmatbethttps://iqostereabypuff.com/casibom9065 comCasibomdizipalrealbahisrealbahisperabetperabetbetwoonmatbet