"თუ ცუდია დასავლეთი თავიანთ შვილებს იქ რატომ ასწავლიან?"- ასპინძელი მურადი მელიქიძე
10.01.2025
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე თითქმის ორითვეა, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობაში დიდი პროტესტი გამოიწვია.
უკვე რამდენიმე კვირაა თბილისსა თუ რეგიონებში, ყველა მოქალაქის მთავარი თემა ქვეყნის მომავალი და ხელისუფლების არჩეული კურსია, რომელსაც უკვე მოჰყვა დასავლეთის კრიტიკა, სანქციები და მილიონობით დოლარის შეჩერებული პროექტები.
საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს ასპინძაში მცხოვრები 74 წლის მურმან მელიქიძე. მისი თქმით, ახლა ქვეყანას გარდამავალი პერიოდი აქვს, რაც კარგი არ არის. საქართველოს სიახლე სჭირდება და ეს ევროპასთან დაახლოება.
"სიახლე გვინდა, დასავლეთი - ევროპა გვინდა. თუ დასავლეთი ცუდია, რატომ ისწავლეს ჩვენმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა იქ? შვილებს რატომ ასწავლიან? რაც კარგია უნდა გადავიღოთ, რაც კარგი გვქონდა უნდა შევინარჩუნოთ. ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტა ზღაპარს ჰგავდა, იმიტომაც მოხდა, რომ ხალხი გამოვიდა. ხალხი აზროვნებს.... რომ აბრალებენ ახალგაზრდებს, გამოვიდნენ და აურის ყველაფერიო, ესე არაა. იქ, ჩემი ხნის, ჩემზე უფროსები, ჩემზე პატარები არიან გამოსულები" - გვეუბნება მურმან მელიქიძე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.