უწყვეტი პროტესტის 30 დღე ახალციხეში
ახალციხეში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. დღეს, 13 თებერვალს შოთა რუსთაველის ძეგლთან მოქალაქეები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს.
უწყვეტი პროტესტის 30-ე დღესაც მათი მოთხოვნა უცვლელია. აქციებისას უკანონოდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.
აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს სოლიდარობა და გათავისუფლება მოითხოვეს მზია ამაღლობელის, რომელიც უკვე 33 დღეა შიმშილობს.
ახალციხის ცენტრში საპროტესტო აქციები გაგრძელდება, მოქალაქეები ხვალ, 14 თებერვალს შოთა რუსთაველის ძეგლთან ისევ შეიკრიბებიან.