საზოგადოება
არა რუსულ რეჟიმს - ახალციხეში უწყვეტი პროტესტის მე-40 დღეა
23 თებერვალს, პროტესტის 88-ე დღეს თბილისსა და რეგიონებში აქციები გაიმართა. ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია დედაქალაქის გარდა კიდევ რვა ქალაქში გაიმართა.
ფოტო: ალექსი გრიგალაშვილი
ტრადიციული აქცია რუსთაველის გამზირზე 20:00 საათზე დაიწყო. რეგიონებში აქციების განრიგი კი ასე გამოიყურება:
14:00 საათზე, დუშეთის ცენტრალური მოედანი;
17:00 საათზე, გორში, აქცია: „გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!“ გაიმართება;
18:00 საათზე, ახალციხეში, აქცია: „არა რუსულ რეჟიმს!“ გაიმართება.
19:00 საათზე, ბათუმში, აქცია: „სამშობლოს სამსახურში!“ გაიმართება.
18:00 საათზე, ზუგდიდში, აქციაა დაგეგმილი.
17:00 საათზე, აქცია: „უწყვეტი პროტესტი თელავში“ გაიმართება.
19:00 საათზე, ქუთაისში, აქცია: „კი ევროპას, არა რუსეთს!“ გაიმართება.
20:00 საათზე, ჩხოროწყუში, დაგეგმილია აქცია: „გაბედე პროტესტი ყოველდღე!“.
Տարածեք :