საზოგადოება
დუმდა სიონი, არ დუმდა ხალხი! - ახალციხეში საპროტესტო აქცია გაიმართება
დღეს, 25 თებერვალს 18:00 საათზე ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
უწყვეტი პროტესტის 42-ე დღეს ახალციხელები საბჭოთა ოკუპაციას გააპროტესტებენ.
"1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ მთელი სამოცდაათი წელი გასტანა.
104 წლის შემდეგ, საქართველოში ისევ რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძვით.
აღარ დავუშვათ, რომ ჩვენი ქვეყანა, კვლავ რუსეთის ნაწილად იქცეს!
აღარ დავდუმდეთ!" -ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
Տարածեք :