საზოგადოება
ახალციხის მუნიციპალიტეტში ტრანსპორტი შეზღუდვით გადაადგილდება - მერია
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით დიდთოვლობის გამო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მუნიციპალური ტრანსპორტი შეზღუდვით გადაადგილდება.
ამ ეტაპი ტრანსპორტი მხოლოდ ქალაქ ახალციხეში, აწყურისა და მინაძის მიმართულებით მოძრაობს.
"რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ახალციხის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ტრანსპორტი შეზღუდვით გადაადგილდება.
ამ ეტაპზე, მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქ ახალციხეში, აწყურისა და მინაძის მიმართულებით მოძრაობს.
მოსული უხვი ნალექის გამო გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მობილიზებულია სპეცტექნიკა იწმინდება საავტომობილო გზები და იყრება ტექნიკური მარილი"- ნათქვამია ახალციხის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Տարածեք :