საზოგადოება
სტიქიის ზონაში დაზარალებულების დასახმარებლად ბორჯომიდან და ბაკურიანიდანაც ჩავიდნენ
გურიაში, სტიქიის ზონაში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მოხალისეები ბორჯომიდან და ბაკურიანიდანაც ჩავიდნენ.
10-მდე მოხალისე გურიის მაღალმთიან სოფლებში, თოვლში ჩარჩენილ ადგილობრივებს პროდუქტს, მედიკამენტებს და სხვა საჭირო ნივთებს ურიგებენ.
უკვე ორი დღეა სტიქიის ზონაში არიან მოხალისეები ახალციხიდანაც, ისინი არაერთ მაღალმთიან სოფლში იმყოფებოდნენ და პროდუქტი დაარიგეს, ასევე ადგილობრივებს ეხმარებიან საცხოვრებელი სახლების თოვლისგან გაწმენდაში.
Տարածեք :