ახალციხესა და კიდევ რვა ქალაქში უწყვეტი აქიები გრძელდება
თბილისში პროტესტის 94-ე და ახალციხეში 46-ე დღეს უწყვეტი აქციები გრძელდება. საპროტესტო აქციები დაგეგმილია როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.
კერძოდ, 19:00 პროტესტის მონაწილეები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ შეიკრიბებიან. 20:00 საათზე კი აქცია პარლამენტთან გაიმართება.
ასევე, 19:00 საათზე დაგეგმილია ონლაინ შეხვედრა ადვოკატებთან- ადმინისტრაციული ჯარიმები საპროტესტო აქციების დროს გზის გადაკეტვის გამო.
რაც შეეხება რეგიონებს, გორში აქციის მონაწილეები 17:00 საათზე საკრებულოსთან შეიკრიბებიან, ლოზუნგით, „გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!“.
ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან აქცია 18:00 საათზე იგეგმება.
ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტოდ 19:00 საათზე შეიკრიბებიან. მათი ლოზუნგია - სამშობლოს სამსახურში!
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ 18:00 საათზე გაიმართება აქცია სახელწოდებით - „ბრძოლა გამარჯვებამდე“.
თელავი, აქციას მერიის წინ 18:00-ზე მოაწყობენ.
ქუთაისში, მერიის წინ კი, ლოზუნგით „კი ევროპას, არა რუსეთს!“, 19:00 საათზე შეიკრიბებიან.
ჩხოროწყუში, ასევე მერიის წინ, აქცია 20:00 საათზეა დაგეგმილი ლოზუნგით „გაბედე პროტესტი ყოველდღე!“.