საზოგადოება
ტაბაწყურში 9 ადამიანი მოიწამლა
1-ლ მარტს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურში მცხოვრები მოსახლეობა გაზით მოიწამლა. რიტუალების სახლში გამართული ღონისძიებიდან, ცხრა ადამიანი ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში გადაყვანილებს ერთნაირი ჩივილები ჰქონდათ. ცხრავე პაციენტს ინტოქსიკაცია დაუდგინდა. მედიკოსებმა პაციენტების მდგომარეობა სტაბილურად შეაფასეს. შესაბამისი სამედიცინო დახმარების შედეგად, კლინიკიდან იმავე დღეს რვა ადამიანი გაწერეს, მეცხრე პაციენტმა საავადმყოფო დღეს, 2 მარტს დატოვა.
მოსახლეობა ტაბაწყურის სარიტუალო სახლში, ქველმოქმედებისთვის შეიკრიბა. ადგილზე ვარაუდობენ, რომ რიტუალების სახლში ჩართული გაზი ძლიერმა ქარმა ჩააქრო, მოსახლეობა კი მომხდარის შესახებ გვიან მიხვდა. Jnews-ის ინფორმაციით, ყველა დაზარალებულის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია.
ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც გაზის სანთურები დალუქეს.
ფოტოები აღებულია არქივიდან
Տարածեք :