კარგავ! არ შეეგუო! იმოქმედე! - ახალციხეში უწყვეტი აქცია გრძელდება
„არა რუსულ რეჟიმს! კარგავ! არ შეეგუო! იმოქმედე! ვითხოვთ ახალ არჩევნებს და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას!“- ახალციხეში უწყვეტი პროტესტის 47–ეს აქციის მონაწილეები შოთა რუსთაველის ძეგლთან მოთხოვნებით ისევ შეიკრიბნენ.
საპროტესტო აქციები ახალციხეში 15 იანვრიდან იმართება და 47-ე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს. ახალციხის გარდა აქციები გაიმართა გორში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავში, ქუთაისში, ჩხოროწყუსა და დედაქალაქში.
თბილისში პროტესტის 95-ე დღეს რუსთაველი ისევ გადაიკეტა.