შვილების მომავალი საფრთხეშია! - ახალციხეში უწყვეტი პროტესტი გრძელდება
შვილების მომავალი საფრთხეშია! ნუ სწირავთ მათ მონობისთვის! - უწყვეტის პროტესტის 48 -ე დღე ახალციხეში.
დღეს, 3 მარტს ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან ახალციხელები კვლავ შეიკრიბნენ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს.
მათი მოთხოვნები უცვლელია, გათავისუფლდნენ აქციების დროს უკანონოდ დაკავებულები და დაინიშნოს ახალი არჩევნები. საპროტესტო აქციები ახალციხეში 15 იანვრიდან იმართება. ახალციხის გარდა აქციები მიმდინარეობს საქართველოს სხვა ქალაქებში და თბილისში.