20–22 თებერვალს ახალციხესა და ბორჯომს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 თებერვალს, 12:30-დან 16:30 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება ბორჯომის გარეუბანში 2 931 აბონენტს შეუწყდება.
21 თებერვალს, დენი არ მიეწოდება 973 აბონენტს ახალციხის სოფლებში - აწყურში, ტყემლანასა და წრიოხში, 11:00-დან 16:00 საათამდე.
22 თებერვალს, 12:00-დან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ბორჯომში, 375 აბონენტს.