ადიგენის საჯარო მოხლეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი თბილისში დღეს, 6 მარტს გაიმართება.
ტესტირებას აპლიკანტები იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაივლიან, რომელიც 13:00 საათზე დაიწყება.
ტესტირებაზე მუნიციპალიტეტმა 96 კონკურსანტი მიიწვია.
50 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში კონკურსანტი ბოლო - გასაუბრების ეტაპს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინაშე გაივლის, რომელსაც ადიგენის გამგებელი ზაქარია ენდელაძე ხელმძღვანელობს.
ადიგენის მუნიციპალიტეტმა 7 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი 17 თებერვალს
გამოაცხდა.
პირველი, ანუ საბუთების გადარჩევის ეტაპი სამმა კონკურსანტმა
ვერ გაიარა. მათ უარი არასრული დოკმენტაციის წარდგენის გამო ეთქვათ.