ადიგენში, კონკურსანტები გასაუბრებას 15 მარტს გაივლიან
ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი 15 მარტს გაიმართება.
კონკურსანტები გასაუბრებას, 10:00 საათიდან, საკონკურსო–საატესტაციო კომისიის წინაშე გაივლიან, რომელსაც გამგებელი ზაქარია ენდელაძე ხელმძღვანელობს.
კონკურსის მესამე ეტაპის გასავლელად 35 აპლიკანტია მიწვეული.
საჯარო მოხელეთა შესარჩევად, ტესტირება თბილისში ჩატარდა, სადაც 96 კონკურსანტიდან 59 მათგანი გამოცხადდა. კონკურსის მეორე ეტაპი წარმატებით 35–მა მონაწილემ გაიარა. პირობების თანახმად, მათ 50 პროცენტიანი ბარიერი უნდა გადაელახათ.
საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი 7 ვაკანტურ პოზიციაზე, ადიგენის მუნიციპალიტეტმა, 17 თებერვალს გამოაცხადა.