28 მარტს, ახალციხისა და ბორჯომის ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
28 მარტს გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯია"- ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
"ენერგო–პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, სამუშაოები დაგეგმილია ახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში, რის გამოც 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება 970 აბონენტს აწყურში, წრიოხსა და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდება, 12:00-დან 16:00 საათამდე 5 700 აბონენტს კი – ბორჯომის ნაწილში და მიმდებარე სოფლებში.