ახალციხეში ხეებს გადაბელავენ და ახალ ნერგებს დარგავენ
ახალციხის ტერიტორიაზე, ასაკოვანი ხეების ნაწილი გადაიბელება, ნაწილი კი ამოიძირკვება.
მათ ადგილზე, სხვადასხვა ჯიშის ახალ ნერგებს დარგავენ. ქალაქის გამწვანება აპრილიდან დაიწყება.
ვლადიმერ ზედგინიძის ინიციატივით, ქალაქში დაახლოებით, 5 000 ძირი ხე დაირგვება. თითოეულის ღირებულება 10–დან 20 ლარამდე მერყეობს.
ამ ეტაპზე, ქალაქის კლიმატიდან გამომდინარე, ჯიშების შეირჩევა მიმდინარეობს.
ქალაქის მერს სურს, რომ გამწვანების აქციაში მოქალქეებიც ჩაერთვნენ. ვლადიმერ ზედგინიძის განცხადებით, ხეები დაირგვება 9 აპრილის ქუჩაზეც, ქუჩის დასაწყისში კი სკვერი მოეწყობა.