ახალციხის გამგეობაში გასაუბრებაზე 46 კონკურსანტი არ გამოცხადდა.
შესაბამისად, საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე, კომისიამ მიწვეული 110 აპლიკანტიდან, 64 მათგანს მოუსმინა. როდის მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საკონკურსო-საატესტაციო კომისია უცნობია.
მუნიციპალიტეტის გამგეობამ 18 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი პირველ მარტს გამოაცხადა. გამგეობაში 148 კონკურსანტის 246 განაცხადი შევიდა. მათგან ყველაზე მეტმა – 59–მა აპლიკანტმა საორგანიზაციო საკითხებში საკრებულოს წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმების სურვილი დააფიქსირა. პირველი ეტაპი წარმატებით 110–მა კონკურსანტმა გაიარა.
კონკურსანტებთან გასაუბრება 27 – 29 მარტსგაიმართა. შედეგები კონკურსის მონაწილეებს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან, ხუთი სამუშაო დღის ვადაში ეცნობებათ. კომისიას მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე ხელმძღვანელობს.