ადიგენში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 აპრილს 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ადიგენის მუნიციპალიტეტში მთლიანად 5 482 აბონენტს.
03:00-დან 14:00 საათამდე – 3 758 აბონენტს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების სოფლებში: გოდოლარში, ტურცხში, ხანდოსა და მიმდებარე სოფლებში.