აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა 91 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 91 მსჯავრდებული შეიწყალა.
როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების აქტს ხელი დღეს, 12 აპრილს მოაწერა.
62 მსჯავრდებული საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს. 29-ს კი, სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდა.
შეწყალებულებს შორის ოთხი ქალია. მათგან სამი საპატიმრო დაწესებულებას დღეს დატოვებს, ერთს კი სასჯელი შეუმცირდა.
შეწყალებია კომისია 4-დან 6 აპრილის ჩათვლით მუშაობდა. კომისიაზე 579 პირის საქმე განიხილეს.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"