ახალციხის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა
ახალციხეში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა.
"ენერგო–პრო ჯორჯიას" ინფორმაციის, ამ დროისათვის დენი მუნიციპალიტეტში კომპანიის ყველა აბონენტს მიეწოდება.
23 აპრილს ძლიერმა ქარმა პრობლემა შექმნა ქალაქ ახალციხესა და მიმდებარე სოფლებში. მოტეხილი იყო ანძები რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება, ყველაზე გვიან ურავლის ნაწილსა და ხეოთში აღდგა. კომპანიის წარმომადგენლებმა პრობლემის აღმოფხვრა გუშინვე შეძლეს.