1 მაისიდან, აკრძალული საშუალებებით თევზაჭერაზე სანქციები მკაცრდება
1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, აკრძალული საშუალებებით თევზაჭერაზე სანქციები მკაცრდება.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს გამოიწვევს ელექტროსადენით, ელექტროშოკური აპარატით, სახლართი ბადით, მოსასმელი ბადით და სხვა არასპორტულ–სამოყვარულო ბადე–იარაღითა და ასაფეთქებელი ან მომწამვლავი ნივთიერებებით თევზაობა. ამასთან დაკავშირებით მოსახლეობას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აფრთხილებს.
"1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, შიდა წყალსატევებში, აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, გამოიწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ სპორტულ-სამოყვარულო (ანკესით, მათ შორის რეკრეაციული) თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში, კალმახის გარდა" – ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.