ახალციხეში, ივანე ახალციხელის ქუჩის N90–ში გახსნილ ლეშსამარხებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალციხის ზონალურ ლაბორატორიაში იკვლევენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა, ნიადაგის ნიმუშები როგორც ორმოებიდან, ისე ამოთხრილი მიწიდან ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით აიღეს. მასალას ლაბორატორიაში ჯილეხზე გამოიკვლევენ.
სურსათის ეროვნული სააგენტო, გახსნილი ბეკერის ორმოების საკითხით, ახალციხის მერიის მიმართვის შემდეგ დაინტერესდა.
ლეშსამარხების შესახებ ინფორმაციას იკვლევს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, რომელსაც აღნიშნული ტერიტორია 2012 წლამდე ეკუთვნოდა. უწყებამ უნდა გასცეს კითხვაზე პასუხი – ხდებოდა თუ არა ლეშსამარხში ჯილეხით დაავადებული დაცემული ცხოველების ან ისეთი ბიოლოგიური ნარჩენების მოთავსება, რომლებმაც შესაძლებელია ბიოთერმული ორმოს გახსნის ან მისი მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში, საფრთხე შეუქმნას ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
შეგახსენებთ, რომ ივანე ახალციხელის ქუჩაზე, ცხოველის ძვლები და სამედიცინო ინსტრუმენტები, კერძო პირის მიერ, ლეშსამარხის ტერიტორიის მოსწორების შემდეგ
გამოჩნდა. ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ გახსნილი ორმოები ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.