ასპინძაში, საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი 17 მაისს 12:00 საათზე გაიმართება.
გასაუბრებაზე 16 კონკურსანტია მიწვეული. თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენა მათ საკონკურსო–საატესტაციო კომისიის წინაშე მოუწევთ, რომელსაც ასპინძის გამგებელი ლევან ცაბაძე ხელმძღვანელობს.
მუნიციპალიტეტმა 10 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი
18 აპრილს გამოაცხადა, აქედან ერთი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოსტია, დანარჩენი ცხრა კი სოფლებში გამგებლის წარმომადგენელის თანამდებობა.
გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ინფორმაციით, ათ ვაკანტურ პოზიციაზე 51 განაცხადი
შევიდა. აქედან ყველაზე მეტი - 8, სარო-ნიჯგორში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე დაფიქსირდა. ყველაზე ნაკლები - ორი განაცხადი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.
დოკუმენტების გადარჩევის შემდეგ კონკურსის პირველი ეტაპი წარმატებით 16 მონაწილემ 32 განაცხადით გადალახა.