ასპინძაში, საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა.
გასაუბრებაზე მიწვეული 16 კონკურსანტიდან საკონკურსო–საატესტაციო კომისიის წინაშე 8 მათგანი წარსდგა. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ანა ტივაძის ინფორმაციით, რვავე კონკურსანტი დადებითად შეფასდა. ახალი თანამშრომლები უფლება–მოვალეობის შესრულებას, ოფიციალურად მომავალი კვირიდან დაიწყებენ.
კონკურსი ჩაიშალა ორ პოზიციაზე. გამგებლის წარმომადგენლის პოსტი ოთაში, ვარგავსა და თოკში ისევ ვაკანტურია.
ასპინძის გამგეობამ 10 პოზიციაზე კონკურსი
18 აპრილს გამოაცხადა, აქედან ერთი იყო სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოსტი, დანარჩენი კი – სოფლებში გამგებლის წარმომადგენელების თანამდებობები.