ახალციხეში ფიდერს მეხი დაეცა
ქალაქ ახალციხის ცენტრალური ქუჩებისა და სოფელ მუსხის მოსახლეობას, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
”ენერგო პრო ჯორჯიაში” ამბობენ, რომ ერთ-ერთ ფიდერს მეხი დაეცა. ამის გამო, 700 აბონენტი დენის გარეშეა დარჩენილი.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს სავარაუდოდ, 1 საათში აღუდგებათ.
შეგასენებთ, რომ უამინდობის გამო, რამდენიმე საათის წინ, დენი გაეთიშა საბარგო სადგურის მოსახლეობასაც.