ადიგენში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
დაბა ადიგენში, აბასთუმანსა და მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში, დენი გაითიშება.
28 ივლისს, 11:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება მოხეს, დერცელის, ჭელას, ზედუბანისა და მიმდებარე სოფლების 366 აბონენტს შეეზღუდება.
დაბა ადიგენში რუსთაველის, თამარ მეფის, ასათიანის და მიმდებარე ქუჩებზე, 898 აბონენტთან დენი 12:00-დან 13:00 საათამდე გაითიშება.
12:00-დან 13:00 საათამდე, ელექტროენერგიის გარეშე დარჩება დაბა აბასთუმანი.
"ენერგო–პრო ჯორჯიაში" ამბობენ, რომ მიზეზი ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომლის დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდებაჩვეულ რეჟიმში აღდგება.