არასრულწლოვან შვილებზე განხორციელებულ ძალადობაში 110 მშობელია მხილებული
2019 წლის 5 თვეში (იანვარი-მაისი), მშობლების მიერ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში 110 პირია მხილებული. 15 შემთხვევაში, მოძალადე იყო დედა, ხოლო 95 შემთხვევაში - მამა/მამინაცვალი.
შემთხვევებიდან 79%-ში მიღებულ იქნა პირის დაკავების გადაწყვეტილება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ძალადობის ფორმებს შორის ადგილი ჰქონდა: სახეში, თავში ან სხეულის სხვადასხვა ადგილას განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, ასევე მუქარას, სისტემატურ ფსიქოლოგიურ ან სხვა სახის ძალადობას.
არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულვებელყოფის 37 ფაქტზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი. აქედან, 28 შემთხვევაში უგულებელყოფა განახორციელა დედამ, 7 შემთხვევაში მამამ, ხოლო 2 შემთხვევაში- სხვა პირმა.