ნიჯგორის ბაღში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს
ასპინძის სოფელ ნიჯგორში 60 წლის მამაკაცი, ბაღში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა 10 ივნისს, დაახლოებით 22 :00 სთ-თვის მოხდა. როდესაც მამაკაცი სახლში არ მივიდა, ოჯახმა ძებნა დაიწყო. მეუღლეს ვ.გ. ბაღში გარდაცვლილი დახვდა.
მამაკაცი გვიან ღამით, ახალციხის ექსპერტიზის ბიუროში, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გადამოსვენეს. როგორც სამცხე - ჯავახეთის ბიუროს ექსპერტი დავით მერაბიშვილი განმარტავს, გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ ავადმყოფობაა. ,,ანალიზები გავაგზავნე თბილისში, ველოდები პასუხს. სავარაუდოდ ავადმყოფობაა, უფრო გულის შეტევა".
ნიჯგორში თანასოფლელის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ექსპერტის მსგავსად ავადმყოფობას ასახელებენ - ,,შაქარი ჰქონდა, გული აწუხებდა, ალბათ მაგიტომ".
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება სისხლის სამართლი კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხობს.