ავარია ფარეხასთან - არის მსხვერპლი
ახალციხე-ადიგენის გზაზე, ფარეხასთან მომხდარი ავარიის შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.
,,მანქანას მართავდა, როცა გული ცუდად გაუხდა, გზიდან გადავიდა. ავტოსაგზაო შემთხვევასთან კავშირი არ აქვს. გული მანამდეც აწუხებდა”, - ამბობს გარდაცვლილის ნათესავი დავით მერაბიშვილი.
შემთხვევის დროს, 75 წლამდე ა.მ. -სთან ერთად მეუღლე იმყოფებოდა.
შემთხვევა დაახლოებით, 18:30 სთ-თვის მოხდა.