რა თანხა დახარჯა შსს-მ ლექსო ლაშქარავას ვიდეოს რეკლამირებისთვის
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან პირველ ორ დღეში სამი ბრიფინგი გამართა. გამოძიების მიერ ამ დრომდე გასაჯაროებული ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება გარდაცვლილის გადაადგილების მარშრუტია, რომლის საჯაროდ ჩვენებითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიასთან პირველივე შეხვედრაზე დაიწყო საკუთარი ვერსიის გავრცელება, რომ გარდაცვალების წინა დღეს ლექსო ლაშქარავამ ნარკოტიკები ფონიჭალაში შეიძინა. ინფორმაციას რადიო ,,თავისუფლება" ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 400 დოლარამდე დახარჯა ფეისბუქზე რეკლამისთვის იმაში, რომ მილიონ ადამიანს ენახა ლაშქარავას გადაადგილება ფონიჭალის მიმართულებით. უწყებას გასული ერთ წლის განმავლობაში სულ 829 $ აქვს დახარჯული ფეისბუქზე სასურველი კონტენტის რეკლამირებაში.