ბათუმში, ტრაგედიის დროს მომუშავე მეხანძრე-მაშველები დაჯილდოვდნენ
24.10.2021
შს მინისტრის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის გამო ჩატარებულ საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, ასევე, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში განხორციელებული სამაშველო ოპერაციისთვის მეხანძრე-მაშველებს უწყებრივი მედლები - „მამაცობისთვის“ გადაეცათ.
დაჯილდოების ღონისძიება თბილისში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ბაზაზე გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი დაესწრნენ.
ღონისძიების მონაწილეებმა, მეხანძრე-მაშველებმა ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
იოსებ ჭელიძემ და თემურ მღებრიშვილმა მეხანძრე-მაშველებს კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა გაწეული საქმიანობისთვის და 10 მეხანძრე-მაშველს, მინისტრის სახელით, უწყებრივი მედლები გადასცეს.
8 ოქტომბერს, ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის გამო მიმდინარე საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში 426 მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული, რომელთაც 29 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში წარმართეს სამაშველო ოპერაცია. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა მათგანი კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის, მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის წახალისდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.