როგორია ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა?
დღეს ახალციხე-ახალქალაქის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორის სოფიო მორგოშიას განცხადებით, სამივე მათგანს უტარდება შესაბამისი გამოკვლევები.
"ავარიის შედეგად შემოყვანილია 3 მამაკაცი 23, 30 და 35 წლის ასაკის. 23 წლის მამაკაცს თავის ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება, მცირედი ჭრილობით; 35 წლის მამაკაცს აღენიშნება თავის ზედაპირული დაზიანება, ჭრილობებით სახის არეში, გადაღებულია ხერხემლის კატე და ველოდებით კვლევის შედეგებს;
30 წლის მამაკაცს აქვს ქალა-ტვინის ტრავმა, ზედა კიდურის ტრავმა და ქვედა კიდურის მოტეხილობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამატებითი კვლევები და პაციენტებს უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება" - განუცხადა "მეცხრე არხს" სოფიო მორგოშიამ.