სამართალი
დერცელის სკოლის ბუღალტერს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
დღეს 19 მაისს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ადიგენის სოფელ დერცელში, სკოლის ბუღალტრის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სხდომა გაიმართა.
სხდომა დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა. საქმის პროკურორმა თამარ ზურაბაშვილმა ბრალდებულ ნ.ჯ.- ს მიმართ პატიმრობა მოითხოვა.
ბრალდებული დერცელის სკოლაში ბუღალტრის პოზიციაზე 2016 წლის 20 მაისიდან 2021 წლის 21 მაისამდე მუშაობდა.
2019 წლამდე მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ანაზღაურება 260 ლარს, ხოლო 2019 წლიდან 320 ლარს შედგენდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა პირად ანგარიშზე გადაირიცხა:
ნ.ჯ.-ს ადვოკატი არ ჰყავს. ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო და გირაო მოითხოვა.
,,მე ყველაფერი განვუმარტე გამოძიებას, ბრალიც ვაღიარე და ვფიქრობ, რომ შევძლებ გირაოს გადახდას. სასამართლოს ვთხოვ ჩემს მიმართ გამოიყენოს გირაო. ბატონო მოსამართლევ, გთხოვთ თანხის ოდენობა თქვენ განსაზღვროთ“ - აღნიშნა ბრალდებულმა ნ.ჯ.-მ სასამართლო სხდომაზე.
1994 წლის 1-ლ მაისს დაბადებული ნ.ჯ. -ს ბრალი სსკ-ის 182-ე 2.ბ და 3.ბ პუნქტების დარღვევისთვის ედება. სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
მომავალი სასამართლო სხდომა 5 ივლისს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტში დანაშაულის ფაქტი, პროკურორის ინფორმაციით, უწყვეტად სამი წლის განმავლობაში 2019-21 წწ. მიმდინარეობდა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრალდებული 17 მაისს დააკავეს.
Տարածեք :