როგორია ავარიის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა?
დღეს, 10 ივლისს, სოფელ აგარასთან მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.
დაშავებული კლინიკა "იმედშია" გადაყვანილი. კლინიკის მენეჯერის მზია კაკოშვილის განმარტებით პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ამ დროისთვის დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
"გულ-მკერდის და მუცლის ღრუს დახურული ტრავმა და ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა აქვს. ამ ეტაპზე ვაკვირდებით" - განაცხადა "მეცხრე არხთან" მზია კაკოშვილმა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.