გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე კანონის გამკაცრების შესახებ აფრთხილებს.
"წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება.
გაუფრთხილდი შენი ქვეყნის უნიკალურ ბუნებრივ სიმდიდრეს - ნუ მოჭრი ნაძვს" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.