ახალქალაქში ქალმა ქმარი დანით დაჭრა
ახალქალაქში ქალმა ქმარი დანით დაჭრა, კაცს მსუბუქი დაზიანებები აქვს მიყენებული.
Jnews-ის ინფორმაციით, შემთხვევა 23 ივნისს მოხდა, ქალმა ქმარი თავდაცვის მიზნით დაჭრა, რადგან მასზე ფიზიკურად ძალადობდა. ოჯახში ძალადობის ბრალდებით სამართალდამცველებმა კაცი დააკავეს.
საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ ძალადობას, შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია.