სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 16 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 01 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ხე-ტყის მოპოვების 143 ფაქტი გამოავლინეს.
მათ შორის 103 - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 40 კი სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 47 ფაქტი გამოვლენილია კახეთში. აჭარაში დაფიქსირდა 27 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში - 16, შიდა ქართლშიც - 16, იმერეთში - 15, ქვემო ქართლში - 10, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 4, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 4, გურიაშიც - 4.
ჯამში ამოღებულია 163 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 6 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
მიმდინარე წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 1637 ფაქტი გამოავლინეს. დალუქულია 87 უკანონო სახერხი საამქრო.