თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე აქციის დაშლისას მანუჩარ ჩაჩანიძე დააკავეს
დღეს, 19 ნოემბერს დილით „კოალიცია ცვლილებისთვის“ ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირზე აქციის დაშლისას სამართალდამცავებმა მათი კოალიციის რამდენიმე წევრი დააკავეს.
როგორც, კოალიციის სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი ნიკოლოზ ბეგიშვილი, ფეისბუქგვერდზე წერს, დაკავებულს შორისაა კოალიციის წევრი და რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, რომელიც ახალციხიდანაა მანუჩარ ჩაჩანიძე.
აქციის დაშლისას დაკავებულები არიან მათივე წევრები, საბა ცხვიტარიძე და რეზი დუმბაძე.
მელიქიშვილის გამზირზე აქციის დაშლისას დააკავეს "მთავარი არხის" ოპერატორიც.
გარდა დაკავებულებისა, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეის გაშვების შედეგად დაშავებულია პარტია „ახალის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა კვიტატიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.