საგამოძიებო სამსახური „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ამოღებულია ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომელთა დეტალური შესწავლა და ანალიზი უკვე დაწყებულია. ასევე, მიმდინარეობს სხვა კერძო და საჯარო ობიექტებიდან ვიდეოჩანაწერების გამოთხოვა და შესწავლა.
უწყების ცნობით, ჩატარდა ერთ-ერთი იმ პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკაც, რომელთან დაკავშირებითაც ვრცელდება ინფორმაცია, როგორც დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირებზე. ასევე, დანაშაულში შესაძლო მონაწილე კიდევ ერთი პირი გამოკითხვაზე იქნა დაბარებული.
მათივე ცნობით, დაზარალებული ჟურნალისტის და ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა.
7 დეკემბერს, თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება.