სამართალი
სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს
რამაზ თათარაშვილი შსს სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად პოლიციის პოლკოვნიკი დაინიშნა. მანამდე მას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე–საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა.
ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბუხრაშვილი აჭარის პოლიციის უფროსად გადაიყვანეს. რამაზ თათარაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
Տարածեք :