ე.წ. "ვეტერანების საქმეზე" სამოქალაქო სარჩელის განხილვა 2 მარტს გაიმართება.
ახალციხის რაიონულ სასამართლოში სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.
ახალციხის მერიამ უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ, სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის
1 თებერვალს შეიტანა. ქალაქის თვითმმართველობა ახალციხეში, პეტრე იბერის #17–ში მდებარე შენობაში უკანონოდ შეჭრილი ოჯახების გამოსახლებას ითხოვს.
ვეტერანთა უფლებებს სასამართლოზე ადვოკატი ივანე ტატალაშვილი დაიცავს.
შენობის მესაკუთრე ქალაქის მერიაა. საქმეში მესამე პირად არის ჩართული ა(ა)იპ "სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო", რომელსაც 2014 წლის 4 ივნისს ობიექტი უზურფრუქტის წესით გადაეცა. სააგენტოს შენობაში საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა აქვს დაგეგმილი.
ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლა–პანსიონის ყოფილი შენობა სოციალურად დაუცველთა და ვეტერანთა ათმა ოჯახმა 2016 წლის სექტემბერში
უკანონოდ დაიკავა.