ახალციხის სასამართლომ ბორჯომის გამგეობას სარჩელი არ დაუკმაყოფილა
20.03.2017
სილამაზის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების უხარისხოდ შესრულებასთან დაკავშირებული სამოქალაქო დავა დასრულდა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას სარჩელი არ დაუკმაყოფილა. მოსამართლე შალვა მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მხარე შპს "პემი"–სგან ვალდებულების შესრულებას მოითხოვს, თუმცა ის ფაქტი, რომ კომპანიამ სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, გამგეობამ ვერ დაამტკიცა.
თვითმმართველობის წარმომადგენლები რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას მართლმსაჯულების ორგანოს მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებენ.
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, მოპასუხე მხარე არ დასწრებია. თუმცა წინა სხდომაზე კომპანიის წარმომადგენელმა ტელეკომპანია "ბორჯომთან" განაცხადა, რომ მათ სამუშაოები ხარისხიანად შეასრულეს.
სილამაზის ხიდის რეაბილიტაციაზე ბორჯომის ბიუჯეტიდან 160 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხიდი მალევე დაზიანდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.