პატრულის მიერ მძღოლების დაჯარიმებას, მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა
12.04.2017
ახალციხეში, მოქალაქეების პროტესტი საპატრულო პოლიციის მიერ, სამი მძღოლის დაჯარიმებას მოჰყვა.
რუსთაველის ქუჩაზე, მე–5 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, პატრულის ეკიპაჟმა 10-ლარიანი ჯარიმა ტაქსისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებს, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოუწერა. პოლიციელებმა მძღოლებს განუმარტეს, რომ პარკირება ავტობუსის გაჩერებასთან ახლოს განახორციელეს.
მოქალაქეები ამბობენ, რომ აღნიშნულ ადგილზე მანქანის გაჩერების ამკრძალავი ნიშანი არ დგას და აქ დგომისთვის პოლიციას არასდროს არავინ დაუჯარიმებია.
ერთ–ერთი მძღოლი, ჯარიმის გასაჩივრებას აპირებს. ამისთვის მას 10–დღიანი ვადა აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ეკიპაჟმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით" იხელმძღვანელა, რომლის მიხედვით, გაჩერება აკრძალულია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მაჩვენებლიდან, 15 მეტრზე ახლოს, თუ ეს აბრკოლებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას.
მძღოლები კი ამბობენ, რომ ისინი გაჩერებიდან მოშორებით იდგნენ და ავტობუსს გადაადგილებისას ხელს არ უშლიდნენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.