სასამართლომ ცოლზე ძალადობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიება განსაზღვრა
ცოლზე ძალადობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე, ახალციხის რაიონულ სასამართლოში იმსჯელეს.
მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მამუკა ბარბაქაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულის ადვოკატმა, დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მისი არგუმენტები გიორგი ლონდარიძემ არ გაითვალისწინა.
ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან შეიკრიბნენ ბრალდებულის თანასოფლელები. გიორგიწმინდელები დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
სასამართლოში მივიდა ბარბაქაძის ცოლი. მასსა და თანასოფლელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
საქმის არსებითი განხილვა 27 ივნისს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ბარბაქაძე პოლიციამ, მეუღლის განცხადების საფუძველზე, სსკ–ის 126–ე მუხლის პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დააკავეს, რაც ოჯახში არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.