წნისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
29.06.2017
სოფელ წნისში ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებულ ორივე პიროვნებას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა პროკურორ კახა ლეკიშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მისი მტკიცებით, ყაჩაღობა სოფელ სხვილისში ერთ–ერთი ბრალდებულის ოჯახში დაიგეგმა, რომელიც მეორე დღეს სისრულეში მოიყვანეს. პროკურორის თქმით, ხაშურში მცხოვრებმა პიროვნებამ ნათესავ ოპერატორს კარი მოტყუებით გააღებინა, რა დროსაც, დანით შეიარაღებული მეორე პიროვნება ოფისში შეიჭრა, ოპერატორს სხეულზე დაზიანებები მიაყენა და თანხა გასტაცა.
ერთ–ერთი ბრალდებულის ინტერესებს ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი იცავს, მისი თქმით, დაყაჩაღება გაუცნობიერებლად მოხდა, გარდა ამისა, მომხდარის შემდეგ ერთი მათგანი არ გაქცეულა, გამოიძახა სასწრაფო დახმარების ჯგუფი და სამართალდამცველებს ჩაბარდა. რაც შეეხება მის დაცვის ქვეშ მყოფს, იგი სოფელ სხვილისში იმყოფებოდა, დანაშაულის გაცნობიერების შემდეგ კი პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ მოსამართლეს ეს ფაქტორები უნდა გაეთვალისწინებინა.
ყაჩაღობა სოფელ წნისში 27 ივნისს მოხდა. სამართალდამცველებმა ორივე პიროვნება იმავე დღეს დააკავეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.