სოფლის მეურნეობა
ბრუცელოზის დაავადება დღეს სოფელ გურკელში 4 ძროხას დაუდგინდა
დაავადების შესაძლო გავრცელების საფრთხის გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 70 სულ მსხვილფეხა საქონელს, სისხლის ნიმუშები, სოფელ გურკელში რამდენიმე დღის წინ აუღო.
,,ორი ძროხა უკვე წაიყვანეს და იმ ორსაც მალე წაიყვანენ. სოფელ წინუბნის შემდეგ, პირუტყვის დაავადება უკვე გურკელშიც გავრცელდა. რა ხდება სხვა სოფლებში, არ ვიცი, მაგრამ გავრცელების საშიშროება ყოველთვის დგას“ - ამბობს სოფელ გურკელის მკვიდრი ილო მამლიკიძე.
ბრუცელოზი თავდაპირველად მეზობელ სოფელ წინუბანში გავრცელდა, სადაც 133 სულისგან დაავადება 28-ს აღმოაჩნდა.
ასევე, დაგაინტერესებთ:
Տարածեք :