გოგრის ისევე, როგორც მრავალი ბაღჩეული თუ ბოსტნეული კულტურის წარმოშობის ადგილი ამერიკის კონტინენტია. ამჟამად მსოფლიოში გოგრის სხვადასხვა სახეობაა გავრცელებული. მას იყენებენ მრავალი ფორმით, კერძოდ: მოხარშულს, შემწვარს, ფაფის სახით, მის მარცვალს მიირთმევენ მზესუმზირის მსგავსად და ასე შემდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზმისათვის სასარგებლოა როგორც ძირითადი მასა, ასევე უმი თესლიც.
მწიფე გოგრა დაახლოებით 90% წყალისაგან შედგება, გარდა ამისა, ის შეიცავს: A, B, B1, C, D, E, PP, K და იშვიათ K ვიტამინს.
გოგრა ასევე მდიდარია ისეთი მინერალებით, როგორიცაა: ფტორი, მაგნიუმი, მანგანუმი, სპილენძი, ფოსფორი, კალციუმი, თუთია, იოდი.
გოგრა კარგი საშუალებაა ორგანიზმიდან შლაკების, ტოქსიკური ნივთიერებებისა და ქოლესტერინის გამოსადევნად. ის ასევე ხელს უწყობს გულის მუშაობას და ამცირებს ჰიპერტონიის რისკს. კარგი საშუალებაა დიეტისათვის. გოგრა ასევე დადებითად მოქმედებს კუჭზე, ნაწლავებსა და სისხლძარღვებზე.
რაც შეეხება გოგრის თესლს. მისი მირთმევა ჯანმრთელობისათვის რეკომენდებულია უმად. ის კარგი საშუალებაა ორგანიზმში პარაზიტ ჭიებთან საბრძოლველად.
სასარგებლო თვისებებს გოგრა საუკეთესოდ ინარჩუნებს ოთახის ტემპერატურაზე, ხოლო ყველაზე ხანგრძლივად ინახება გრილ და მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას. გემოვნური თვისებები უფრო მაღალი აქვს მკვეთრი ყვითელი ფერის მქონე გულს.
ხალხური ტრადიციის მიხედვით, მისი მირთმევა გაცილებით სასარგებლოა გაზაფხულამდე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.